სიახლეები

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, პირველ მოადგილესთან, გიორგი შინჯიკაშვილთან, მოადგილესთან, ილია ჯალაღანიასთან, მუნიციპალიტეტის მერ დავით კარგარეთელთან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
დამატებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი და საჩუქრები გადაეცემათ.