სიახლეები

21 მარტს ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

21 მარტს სოფელ ჯანდარაში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ავთანდილ ჯანხოთელმა დააჯილდოვა.
მოგვიანებით, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი – „უჩინმაჩინის ქუდი“ დადგა, რომელსაც სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი დაესწრო.
სპორტული და კულტურული ღონისძიებები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიეძღვნა.