ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

15 დეკემბერს, სოფელ სართიჭალაში, გურამ გედეხაურის სახელობის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა, მასში 2007, 2008, 2009 და 2010 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს