“ხაბ-ნისანის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გარდაბანში “ხაბ-ნისანის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შესრულდა ქართული და ასირიული ტრადიციული მუსიკალური ნომრები.
„საქართველოში მცხოვრებ ყველა ასირიელ მოქალაქეს ვულოცავ “ხაბ-ნისანის”- გაზაფხულისა და განახლების დღესასწაულს.
მშვიდობის, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში თითოეული თანამოქალაქის კულტურისა და თვითმყოფადობის
შესანარჩუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ“-დავით კარგარეთელი.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, მოადგილეები: ფუად მირზოევი და ლევან ხმალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.