ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გარდაბანში

17 ნოემბერს,15:00 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გარდაბნის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ა(ა)იპ „კულტურის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის“ ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.
მოეწყო ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“, ქალაქ გარდაბნის, სოფელ სართიჭალის და ნორიოს კულტურის ცენტრებთან არსებული სამხატვრო წრეების აღსაზრდელებისა და „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა.
გაიმართა კონცერტი, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი ესწრებოდნენ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.