სიახლეები

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

2025 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 662 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად საკონსულტაციო შეხვედრები 3 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით 38 სოფელში გაიმართა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.