სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025

გარდაბანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა და საკრებულოს დეპუტატებმა დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით – მარტყოფის, სართიჭალის, ახალი სამგორის, გამარჯვებისა და აღთაკლიის მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები 5 თებერვალს დაიწყო და მუნიციპალიტეტის 38 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.