სოფელ ბირლიკში სპორტული მოედანი გაიხსნა

13 დეკემბერს, ფონდი არველაძეების, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობით, სოფელ ბირლიკის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 40 მეტრიანი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაიხსნა.
დღესვე, სკოლის ბაზაზე 25 მოზარდით დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა, რომელსაც ფონდ არველაძეების მიერ შერჩეული მწვრთნელი უხელმძღვანელებს.
დღესვე, გუნდის წევრებს საფეხბურთო ეკიპირება საჩუქრად გადაეცათ.
საფეხბურთო მოედნის გახსნას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. სპორტული მოედნის გახსნას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, არჩილ და რეზი არველაძეები და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანიმი.