სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას ბაღის მშენებლობის პირველი ეტაპი

პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას, სამშენებლო კომპანია „პარმაღი“, 482 ათას 222 ლარად ახორციელებს.
პროექტის თანახმად მეორე ეტაპი ბაღის შიდა კომუნიკაციების მოწყობას, გარე პერიმეტრის მოწესრიგებას და ინვენტარიზაციას მოიცავს.
სამშენებლო პროცესის დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებაში 6 ჯგუფი განთავსდება.