სვანური კოშკების კეთილმოწყობის სამუშაოები

ლემშვანიერას ადმინისტრაციულ ერთეულში სვანური კოშკების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ლემშვანიერასა და ნაგებში მდებარე სვანურ კოშკებს, რომლებიც ამ სოფლებში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის მშობლიური კუთხის სიმბოლურ დატვირთვას წარმოადგენს, კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება.
პროექტში გათვალისწინებულია შიდა სივრცეების რეაბილიტაცია, ეზოში მოსასვენებელი პავილიონების მოწყობა, გარე განათების სისტემების დამონტაჟება და გამწვანების სამუშაოების ჩატარება.
დასრულების ეტაპზეა ლემშვანიერას შესასვლელში აბრის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, მოადგილეები – რამაზ ბუდაღაშვილი და ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამირ ხიალოვი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.