სიახლეები

საცხენისობა 2017

18 ნოემბერს, სოფელ საცხენისში სახალხო დღესასწაული „საცხენისობა 2017 “ გაიმართა.
დღის განმავლობაში, სოფლის სკვერში დამსწრე საზოგადოების განწყობის ამაღლებაზე, სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზრუნავდნენ, რომლებმაც სხვადასხვა თეატრალური თუ ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.
გარდაბნის მერმა სიტყვით მიმართა სოფლის მოსახლეობას და დაჰპირდა, რომ მომავალი წლისთვის ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვება და დღესასწაული უფრო გრანდიოზულად აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორმა – დალი გუგუნაშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს – გოდერძი ჩანქსელიანს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს – რამაზ ბუდაღაშვილსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ავთანდილ ჯანხოთელს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულ დღესასწაულს ოთხი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციად იქცა.