სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, ფუად მირზოევი, ლევან ხმალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, მოადგილეები სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია, გიგა ნამიჭეიშვილი, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.