საკრებულოში გეგმური სხდომა ჩატარდა

31 იანვარს, საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხებია:
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
- „აღთაკლიის ტერიტორიული ორგანოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 აპრილის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
სხდომაზე, ასევე განიხილეს გარდაბნელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების საკითხები.
საკრებულოს გეგმურ სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – დავით შინჯიკაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი – ბესიკ მაისურაძე დაესწრო.
ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №73