სიახლეები

საკრებულოში გეგმიური სხდომა ჩატარდა

28 თებერვალს, საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 16 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

  1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.
  2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  4. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ავტომობილების გამოყენებისა და მათი შენახვის ხარჯების მოწესრიგების შესახებ.
  7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი, 2025 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.
  8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე შპს „ქიუ არ ბი ენ ეი ინვესტმენტ ჯორჯიას“ (ს/ნ 405678360) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: 81.12.11.303, 81.12.11.306) სასაწყობე მეურნეობის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების შეთანხმების შესახებ.
  9. ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიეტების (ქუჩა, შესახვევი) 8არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.
  10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: ლუკა გელაშვილის, ლევან ორჯონიკიძის, გიორგი ჭიკაიძისა და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების შესახებ.
  11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის აივენგო რიკაძისა და მწვრთნელის გურამი ცალუღელაშვილის დაჯილდოების შესახებ.
  12. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების რატი ტალიკიშვილისა და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების შესახებ.
  13. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის საბა ფურცელაძისა და მწვრთნელის გოდერძი ჯოხაძის დაჯილდოების შესახებ.
  14. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძისა და მწვრთნელის შოთა ფერაშვილის დაჯილდოების შესახებ.
  15. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  16. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.