სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

26 ივნისს, 13:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 14 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 9 ერთეულ გარე განათების ქსელში არსებულ საყრდენებზე (ბოძი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების სს „სილქნეტი“-სთვის იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში დ. აღმაშენებლის ქუჩა №1-ში, №1 კორპუსის პირველ სართულზე მდებარე 199.98 კვ.მ ფართის, ააიპ „ბავშვი და გარემოსთვის“ 2 (ორი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.
5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების შესახებ.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის დავითი ლორიაშვილის დაჯილდოების შესახებ.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: კარიმ ვალიევის, ჰამიდ ომაროვის, არაზ გუსეინოვის, ელმირ მუსტაფაევის, ელიმხან დაშდამიროვის, ხალილ კაზიმოვისა და მწვრთნელის გაჯი ვალიევის დაჯილდოების შესახებ.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: დავით თურქიშვილის, ლუკა კვანჭიანის, გიორგი შოშიაშვილის, ბაკური კვანჭიანის, გიორგი მათიაშვილის, ალექსი ფრეწუაშვილის და დაჯილდოების შესახებ.
10. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი კაველიძისა და მწვრთნელის თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
11. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების: დავით თურქიშვილის, ბაკურ კვანჭიანის, ლუკა კვანჭიანის, გიორგი ხარძიანის, გიორგი ფერაშვილის, გიორგი შოშიაშვილის, გიორგი მათიაშვილის, დავით ახალკაციშვილის, გიორგი კახაბრიშვილისა და მწვრთნელის არსენა შოშიაშვილის დაჯილდოების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №55 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
12. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
13. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
14. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

საკრებულოს გეგმურ სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – დავით შინჯიკაშვილი დაესწრო.

მისამართი: ქ.გარდაბანი; დ.აღმაშენებლის ქ.73