სიახლეები

საახალწლო ღონისძიებები საბავშვო ბაღებში

27 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე – დავით ჭანტურია, საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელი, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი – ჯემალ დავითაძე და სხვა ადგილობრივი თანამდებობის პირები ქალაქ გარდაბნის №1 და №4 საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმს დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღების ყველა აღსაზრდელს, ტრადიციულად, მერიის საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ბავშვები თოვლის ბაბუასთან ერთად მერმა და პირველმა მოადგილემ დაასაჩუქრეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.