სააღდგომოდ გუბერნატორი და მერი ბავშვთა სახლებს ესტუმრნენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, სოფელ ნორიოსა და მარტყოფში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული ნობათით მიულოცეს.
მოზარდებმა მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს თავიანთი სურვილები გაუმხილეს, რაზეც ახლო მომავალში შესრულებას დაჰპირდნენ.
გაცნობებთ, რომ სოფელ მარტყოფში მდებარე „ჩვენ სახლში“ 8 მოზარდი, ხოლო სოფელ ნორიოს საოჯახო ტიპის სახლ „ბავშვი და გარემოში “ 7 მოზარდი ცხოვრობს, რომლებიც როგორც სპორტულ, ისე შემეცნებით-საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები.
მსგავს აქციებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად მომავალშიც გამართავს.