რამაზ ბუდაღაშვილი სოფელ ყარათაკლიის მოსახლეობას შეხვდა

აღნიშნულ სოფელში მოწესრიგებულია შიდა გზები, გარე განათება და კომუნიკაციები. თუმცა, ამ დრომდე პრობლემად რჩება ე.წ. სადგურის დასახლებაში დაურეგისტრირებელი ბინებისა და სახურავის პრობლემა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას რამაზ ბუდაღაშვილმა ადგილზე დაათვალიერა არსებული შენობა- ნაგებობები და მოსახლეობას პრობლემების დროულ აღმოფხვრას დაჰპირდა.
გარდაბნის მერთან ერთად ყარათაკლიის მაცხოვრებლებს, მერის მოადგლე დუნიამალი გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი შეხვდნენ.