სიახლეები

პოლიციელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

გარდაბანში პოლიციელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და პირველმა მოადგილემ სამირ ხიალოვმა, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს პოლიციელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

“გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
თქვენი ყოველდღიური შრომა უკეთესი მომავლისთვის ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთესა და წარმატებას პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში. დიდი მადლობა ერთგულებისა და თანადგომისთვის” – დავით კარგარეთელი.