სიახლეები

მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

28 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა – გრიგოლ ნემსაძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საზეიმო გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ონიანი დაესწრნენ.
მოგეხსენებათ, მანამდე არსებული ბაღის შენობა დემონტაჟს დაექვემდებარა და მის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა. საბავშვო ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემით. ბაღი სამი ჯგუფისგან შედგება და ასამდე მოზარდს მოემსახურება.
სოფელ მუღანლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა, რომელიც შპს “პარმაღმა” შეასრულა. პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული ფონდიდან 157 300 ლარით, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 252 000 ლარით დაფინანსდა. ბაღის მშენებლობის ღირებულებამ 409 300 ლარი შეადგინა.