კამპანიის ფარგლებში – ,,არა ნარკოტიკს” მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში – ,,არა ნარკოტიკს” მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 8 გუნდა მიიღო. საპრიზო ადგილები კი შემდეგმა გუნდებმა დაიკავეს, რომლებიც მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
1 ადგილი – ,,კრწანისი”
2 ადგილი – ,,ლემშვანიერა”
3 ადგილი – ,,სართი”
მინი ფეხბურთის ჩემპიონატს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერი – დავით კარგარეთელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.