სიახლეები

მერმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამ მარტს ახალშობილთა დედები,უხუცესი ქალბატონები და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის დედა ბელა შერვაშიძე მოინახულეს.
მერი რამაზ ბუდაღაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რაფი ორუჯოვთან, თავის მოადგილეებთან რევაზ ეგაძესთან და დუნიამალ გაჯიევთან ერთად “ჯეოჰოსპიტალის“ სამშობიარო სახლს ესტუმრა და ახალშობილთა დედებს 3 მარტი პირადად მიულოცა, საჩუქრად კი ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვა გადასცა. მერი მელოგინეებს და მედპერსონალს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
მოგვიანებით თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის დედა ბელა შერვაშიძე მოინახულეს,შემდეგ კი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს ესტუმრნენ და მათაც ანალოგიურად ყვავილები და სასაჩუქრე შეფუთვა გადასცეს.
„მინდა დედის დღე მივულოცო ყველა დედას! ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენთვის. რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ქალბატონებმა თავი სრულფასოვან, განვითარებულ ქვეყანაში იგრძნონ. ნებისმიერ სიტუაციაში მზად ვარ კანონიერ ჩარჩოში მათი თანადგომისთვის“-განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.
ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.