მერმა პირველი მოადგილე წარადგინა

12 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა პირველი მოადგილე – დავით ჭანტურია წარადგინა.
წარდგენისას მერმა აღნიშნა, რომ ბატონ დავითს მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს, იგი ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების და ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურებს გაუწევს კურირებას.
მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეების დაკომპლექტება დასრულდა. რამაზ ბუდაღაშვილის პირველი მოადგილე დავით ჭანტურია, ხოლო მოადგილეები რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი არიან.