სიახლეები

მერმა თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა

21 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა, თანამშრომლებს მოადგილეები – რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი წარუდგინა. რევაზ ეგაძე 2008-2014 წლებში ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო დუნიამალ გაჯიევი, 2016 წლიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მერმა მოადგილეებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.