მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები წარადგინა

21 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლები წარადგინა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე – დავით ჭანტურია, მოადგილეები – რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი დაესწრნენ.
მერმა წარმომადგენლებს დავალება მისცა, სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ მოსახლეობის მიმართვაზე. თითოეული საკითხი საკრებულოს დეპუტატთან ერთად გულდასმით შეისწავლონ და ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია სამსახურის ხელმძღვანელებთან.
რამაზ ბუდაღაშვილმა თავის წარმომადგენლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.