მერის შეხვედრა სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

გარდაბნის მერის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის ბაგა-ბაღებში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღების რეაბილიტაციის პროცესზე ინფორმაცია, პირადად გარდაბნის მერისგან, რამაზ ბუდაღაშვილისგან მოისმინეს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, რაც ბაღებში კვების საკითხებსა და სანიტარული ნორმების დაცვას შეეხება.