სიახლეები

მერიის საჩუქარი დაუნის სინდრომის მქონე 18-წლამდელებს

21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სლოგანს „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ შეუერთდნენ და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ღონისძიება გამართეს. გამართულ ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე დაესწრო.
თერაპიული ცენტრის აღსაზრდელებისთვის სკოლის მოსწავლეებმა სიმღერები და თეატრალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ეგაძემ ბავშვებს სიტყვით მიმართა. მან საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ბავშვისა თუ მოზარდის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სხვა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.
მოგვიანებით, თერაპიული ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კულტურის ცენტრის მომღერალმა გოგა ტყემალაძემ ბენეფიციარების განწყობის ასამაღლებლად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. დასასრულს კი ცენტრის ბენეფიციარებმა მათთვის მომზადებული ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.
გაცნობებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია 21 მარტს, 2018 წლის სოციალური პროგრამის თანახმად, დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების მეურვეებს, საბანკო ანგარიშზე 250 ლარს ჩაურიცხავს.