მერიის საახალწლო საჩუქარი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერან შშმ პირთა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს საახალწლო სურსათ-სანოვაგე გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა და მერის მოადგილემ – რევაზ ეგაძემ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული საახალწლო ნობათი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს საახალწლო კონცერტისთვის გათვალისწინებული თანხებით შეიძინა.