სიახლეები

ლევან დევდარიანის სახელობის მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში

15 ივნისს, სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის – ლევან დევდარიანის სახელობის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა.
 გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა. დაძაბული თამაშის შემდეგ ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი – “ლელაშხა” გახდა, მეორე ადგილი ,,ლაშხეთმა” , მესამე ადგილი კი ,,სტიჩმა” დაიკავა.
 გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
ტურნირი, ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად ჩატარდა.