სიახლეები

კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი გაიმართა

28 დეკემბერს, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიები“, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებაში გაერთიანებული №1,№2, №3 და №4 ბაგა-ბაღები, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სართიჭალის ფილიალთან არსებული თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი წრე, .ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თეთნულდი“, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სვანთა“, ა( ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სართიჭალის ფილიალთან არსებული ქორეოგრაფიული წრე “ათინათი”, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში არსებული ქ. გარდაბნის სამუსიკო სკოლა, ა(ა) იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფი „დარბუკის მეფენი“ – KINGS OF DARBUKA. კონცერტს მომღერლები – პაატა თედიაშვილი და ქეთევან გომართელი უძღვებოდნენ.
გაცნობებთ, რომ საახალწლო გალა-კონცერტისთვის გათვალისწინებული თანხებით მუნიციპალიტეტის მერიამ სასაჩუქრე სურსათ-სანოვაგე შეიძინა. მერიისგან საჩუქრები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერან შშმ პირთა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს გადაეცათ.