კომპანია ჩირინამ გარდაბანში ახალი საწარმო გაიხსნა

კომპანია „ჩირინამ“ სოფელ სართიჭალაში მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა.
მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ინვესტიციის საერთო მოცულობა 6 000 000 ლარს შეადგენს.
გაფართოების შედეგად საწარმოს პროდუქტიულობა გაიზარდა, შედეგად ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გამომუშავებაა შესაძლებელი.
კომპლექსის გახსნის ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივია.