სიახლეები

თელეთში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

9 დეკემბერს, სოფელ თელეთში თანამედროვე სტანდარტების თავისუფალი ჭიდაობისა და ძიუდოს დარბაზი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მოადგილე მუხრან შამათავა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და სხვა ქართველი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
დარბაზი მოჭიდავე ბელდუხ გავაშელიშვილისა და ყოფილი შს მინისტრის – ალექსანდრე ჭიკაიძის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიხსნა. სამშენებლო სამუშოების ღირებულებამ 200 000 ლარზე მეტი შეადგინა.
სპორტული დარბაზი 100 ბავშვზეა გათვლილი, სადაც აღსაზრდელებს შესაძლობლობა ექნებათ ძიუდოსა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ივარჯიშონ.