„თელეთის რძის პროდუქტები“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ დავით კარგარეთელთან ერთად, თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე რძის გადამამუშავებელ საწარმო „თელეთის რძის პროდუქტების“ საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.
„თელეთის რძის პროდუქტები“ სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 350,000 ლარით დაფინანსდა. საწარმო დღიურად 5 ტონა რძეს გადაამუშავებს და სხვადასხვა სახეობის ყველს აწარმოებს.
პროდუქცია ძირითადად რეალიზდება ქსელურ რესტორნებში, სასტუმროებში, ასევე თბილისში მდებარე საწარმოს მაღაზიაში. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული, რაც ადგილობრივ დონეზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და გიგა ნამიჭეიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი.