ვაზიანის N2 საჯარო სკოლის ბოლო ზარი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერმა მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოსწავლეებს მიმართა და წარმატებები უსურვა.
„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას!
ეს დღე არის სიმბოლო იმ დამოუკიდებელი გზის დაწყებისა, რომელსაც საკუთარი ძალებით უნდა გაუძღვეთ. გისურვებთ, რომ ეს გზა იყოს წარმატებებით სავსე და ღირსეულ მომავალზე ორიენტირებული.
გახსოვდეთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი ძალა თქვენშია”, – აღნიშნა დავით კარგარეთელმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა ასევე მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს, მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის.