დედაენის დღე

გარდაბანში სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო, რომლის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა, ისტორიკოსმა, მწერალმა და პოეტმა ერეკლე საღლიანმა, ისაუბრა ქართული ენის ისტორიაზე და როლზე ეროვნულ თვითშეგნებაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, როდესაც ქართველი ხალხი გაერთიანდა ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წაიკითხეს თემატური ლექსები.
ღონისძიებას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხმალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.