სიახლეები

გუბერნატორმა და მერმა გამარჯვებაში გზის რეაბილიტაცია დაათვალიერეს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა სოფელ გამარჯვებაში მიმდინარე შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით 12 კილომეტრი ასფალტი დაიგო. სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ დეკემბრის ბოლომდე დაასრულებს.
სამუშაოების შესასრულებლად 2.309.600 ლარი გამოიყო, რომლის ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 5 პროცენტს შეადგენს.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, პროექტის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს.