სიახლეები

გუბერნატორი და მერი მოსახლეობას შეხვდნენ

19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
ამჯერად მხარის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მუნიციპალიტეტის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელთან ერთად სოფელ ქესალოს, ნაზარლოს, აღთაკლიის, ყარათაკლიისა და გამარჯვების მოსახლეობას შეხვდა და მოსახლეობის კითხვებს გასცეს პასუხი.
შეხვედრებს მერის პირველ მოადგილე დავით ჭანტურია, მოადგილე დუნიამალ გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი ესწრებოდნენ.
გუბერნატორმა და მერმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აცნობეს, რომ 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 29 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომლის საერთო საერთო ღირებულება 6 450 000 ლარს შეადგენს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას მათ სოფელში განხორციელებული და 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს:
  • მიმდინარე წელს სოფელ გამარჯვებაში №2 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. პროექტის ღირებულება ჯამში 250 000 ლარს შეადგენს.
  • დაგეგმილია სოფელ გამარჯვებაში №1 საბავშვო ბაღის მშენებლობა, პროექტის საერთო ღირებულება 750 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებაში არსებული ბაღი დემონტაჟს დაექვემდებარება და მის ადგილზე ახალი, 6 ჯგუფზე გათვლილი ბაღი აშენდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ჯამში 150 აღსაზრდელს მიიღებს.
  • 2017 წელს სოფელ გამარჯვებაში 12 კილომეტრი შიდა გზების მოასფალტება განხორციელდა. სამუშაოების განსახორციელებლად რეგიონული ფონდიდან 2.309.600 ლარი გამოიყო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსება კი 5 პროცენტს შეადგენდა. შედეგად გამარჯვების 11 უბანი სრულად მოასფალტდა.
  • დაგეგმილია სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება. პროექტის ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს. (აღთაკლია-ყარათაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა). სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღი 130-დან 150-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
  • სოფელ ყარათაკლიაში გზების მოასფალტებისთვის 2018 წელს 450 000 ლარია გათვალისწინებული.
  • ამავე წელს, გზები მოასფალტდება სოფელ აღთაკლიაში, პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.
  • 2016 წელს, მოასფალტდა შიდა გზები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ აღთაკლიაში, ყარათაკლიასა და კალინინოში, სადაც 2 კმ. სიგრძის ასფალტის საფარი დაიგო.
  • 2016 წელს სოფელ აღთაკლიაში, სოფლის პროექტის დაფინანსებით, სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.
  • სოფელ ქესალოში გზების მოასფალტებისთვის 460 000 ლარია გათვალისწინებული.
  • 2016 წელს სოფელ ქესალოში საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა.
  • დაგეგმილია სოფელ ნაზარლოში გზების მოასფალტება. პროექტის ღირებულება 340 000 ლარს შეადგენს.
  • 2016 წელს ნაზარლოში რეგიონული ფონდის დაფინანსებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რეაბილიტირდა, პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ 134 076 ლარი შეადგინა.
  • დღის ბოლოს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ გარდაბანში №2 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გაზაფხულიდან დაიწყება. მისი ღირებულება 200 000 ლარია.
  • ქალაქ გარდაბანში დაგეგმილია აგრეთვე №1, №3, №4 და №5 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ საბავშვო ბაღებში 2015 წელს შესრულდა სამზარეულოს სარემონტო სამუშაოები, გამოიცვალა ტექნიკა და სხვა.