გარდაბნის მერის ინიციატივა – უფასო სამედიცინო აქცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და „თბილისის უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 100-მდე ადგილობრივს სხვადასხვა ტიპის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა.
მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კიბოს პრევენციულ ღონისძიებებზე კონსულტაცია და დაავადების მართვის მექანიზმებზე კვალიფიციური მედპერსონალისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები გარდაბნის მერიის ქალთა ოთახისა და მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
სოფელ ყარათაკლიას სოფლის ამბულატორიაში ჩატარებულ სამედიცინო აქციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგლე დუნიამალი გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი დაესწრნენ.