სიახლეები

გამწვანების აქცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა.

სოფელ ვაზიანის №2 საჯარო სკოლაში ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის მიზანიც სკოლის ტერიტორიის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.

სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები სკოლის მოსწავლეებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის დირექტორმა ლევან მენახშირშვილმა და მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მამუკა გულიაშვილმა დარგეს.