სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

2 ივნისს, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ გარდბნის ცენტრალურ პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ანიმატორებმა – ”უჯმა და ბავშვებმა” იზრუნეს და მათ წინაშე გასართობი პროგრამით წარდგნენ.

მაყურებლის წინაშე სპექტაკლით – “სტუმრად გაზაფხულის ყვავილნარში”, ა(ა)იპ გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სართიჭალის თეატრალური წრე, მუსიკალური ნომრებით კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები წარდგნენ.

გაიმართა ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა და მოეწყო ფოტოსესიისთვის განკუთვნილი ზონა.

პატარების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია – ქიმიურმა, ქაფების, ილუზიონისტებისა და ბუშტების გრეხვის შოუმ.

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მონაწილეობით, მოეწყო ხატვისა და თაბაშირზე მოხატვის მასტერკლასი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, პატარებს, საკრებულოს თავმჯდომარემ პირადად მიულოცა – „დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მინდა მათ მივულოცო ეს თარიღი. ვისურვებ, რომ ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი, ყველამ იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, ჰქონდეს ბედნიერი, ნათელი და წარმატებული მომავალი”.

ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერი – დავით კარგარეთელი და განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – ლეილა ბენდელიანი დაესწრნენ.