სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული გარდაბანში

5 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალ მირზოევი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი დაესწრნენ.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გააცნო.
სოფო კილაძე განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობით დაინტერესდა. „ჩვენი ძალისხმევით შევეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი პრობლემები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული ენის უფრო ინტენსიურად სწავლების საჭიროებას, რაშიც ჩვენ აუცილებლად დავუდგებით გვერდით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ.