გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი

 

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა; მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია)

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვნ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა: ასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარი; პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარი;

კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა); დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკეტა - 1,3 ლარი (დისკეტის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);

საჯარო ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, წარმოადგინეთ წერილობითი განცხადება. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესს არეგულირებს "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" III თავი და „საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“.  

 

იხილეთ განცხადების ფორმა