გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სამართლებრივი ფორმები

 

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა
13 დეკ 2017
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

 სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.

 საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ ახალ დეპუტატ ლაშა ბერუაშვილს საკრებულოს წევრობა მიულოცა და მას წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

შემდგომ საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

პროექტი დეპუტატებს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მჭედლიშვილმა და მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა შალვა გურულიშვილმა წარუდგინეს. როგორც განიმარტა, 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განაპირობა საბიუჯეტო წლის მანძილზე გამოვლენილმა 543,630 ლარის ეკონომიამ, რომელიც მუხლობრივად სხვასახვა მიმართულებით გადანაწილდა.

სხდომაზე დამტკიცდა სივრცით–ტეროტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისის თავმჯდომარე გიორგი გურულიშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მისამართზე საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემას შეეხებოდა.

 საკრებულომ ასევე იმსჯელა და დადებითად გადაწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქ, გარდაბანში მხოვრები ფ. ქავთარაძისთვის და სოფელ სართიჭალაში მცხოვრები ბ. ქართველიშვილისთვის ოპერაციის დასაფინანსებლად დახმარების გაწევის საკითხი.

 დღესვე საკრებულოზე ცნობად მიიღეს ფრაქცია ,,ქართული ოცნება –მრეწველების“ და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების“ დაფუძნების შესახებ საკრებულოს სამანდატო, საპროცედური და ეთიკის კომისიის დასკვნა. როგორც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა დეპუტატებს მოახსენა, ფრაქცია ,,კონსერვატორების“ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გივი ძმანაშვილი, ხოლო ფრაქცია,,მრეწველების“ თავმჯდომარედ – შახადატ მეხრალიევი.

სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 140
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
 

    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031
     
    სიახლეები
    იან 17 ოთხ 2018
    240