გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

გარდაბნის მერის ინიციატივა - უფასო სამედიცინო აქცია ყარაჯალარის, ყარათაკლიასა და აღთაკლიას სოფლის მცხოვრებთათვის
12 თებ 2018
 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და „თბილისის უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 100-მდე ადგილობრივს სხვადასხვა ტიპის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა.

მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კიბოს პრევენციულ ღონისძიებებზე კონსულტაცია და დაავადების მართვის მექანიზმებზე კვალიფიციური მედპერსონალისგან ამომწურავი ინფორმაცია  მიეწოდათ.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები გარდაბნის მერიის ქალთა ოთახისა და მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

სოფელ ყარათაკლიას სოფლის ამბულატორიაში ჩატარებულ სამედიცინო აქციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე დუნიამალი გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი დაესწრნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 106
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123