გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

სკოლამდელი განათლების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის - მაჟენა რაფალსკას შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან
09 თებ 2018
 

 
8 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პროექტის კოორდინატორი ალექსანდრე კალანდაძე და სპეციალური მოწვევით „ედუკატორის“ საერთაშორისო ექსპერტი სკოლამდელი განათლების საკითხებში მაჟენა რაფალსკა  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს რამაზ ბუდაღაშვილს, მოგვიანებით კი მერის მოადგილეს რევაზ ეგაძეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს ჯემალ დავითაძეს და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს – ლევან ნიჟარაძეს შეხვდნენ.

ექსპერტმა დიალოგის რეჟიმში სკოლამდელი განათლების სფეროში არსებულ  ინფრასტრუქტურაზე და მის გაუმჯობესებაზე, აღზრდაში ახალი მეთოდოლოგიის საჭირო დანერგვასა და სხვა რიგ საკითხებზე მიიღო ხელმძღვანელი პირებისგან ინფორმაცია, რაც სამომავლოდ ექსპერტის მიერ შემუშავებულ შედარებით ანალიზში იქნება ასახული.

„საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით“ პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი განათლების სფეროში ისეთი შეფასების მექანიზმის შექმნას იგეგმება, რომელიც უზრუნველყოფს ბაღების თანამშრომლების, მშობლებისა და რიგ შემთხვევაში თავად ბავშვების ჩართვას, რათა ამ ადამიანების მოსაზრებები და სურვილები გათვალისწინებულ იქნას იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც  უშუალოდ ეხება მათ ყოველდღიურ საქმიანობას, განათლებასა თუ კეთილდღეობას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი იმუშავებს ორი ძირითადი მიმართულებით:

1. ეფექტური განათლების მომსახურების შედარებითი ანალიზის (Benchmarking) სისტემის შემუშავება - რაც გულისხმობს ბაღების თანამშრომლებისაგან, მშობლებისა და ბავშვებისაგან ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, რომ შემდეგში ნათლად დავინახოთ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ხარისხიანად სკოლამდელი განათლების სისტემამ. მოცემული სისტემა ასევე საშუალებას  იძლევა წარმოჩინდეს ბაღების ძლიერი მხარეები და კარგი მიდგომები, რომელიც შეიძლება გაზიარებულ იქნას სხვა ბაღებისგან მაგალითის სახით.

2. ეროვნული სკოლამდელი ასოციაციის დაფუძნება (NPA) - ასოციაცია იქნება დარგში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტის, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლების და მშობლების გაერთიანება, რომლის მთავარი საქმიანობა მიმართულია მშობლების, ბავშვების და ბაღების პერსონალის მხარდაჭერაზე. ასოციაცია განახორციელებს შედარებით ანალიზს და შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების სისტემის გაუმჯობესებას მუნიციპალურ დონეზე.

პროექტის აქტივობები და შედეგები დადებითად აისახება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლების კეთილდღეობაზე, ასევე საბავშვო ბაღების თანამშრომლების საქმიანობაზე. შექმნილი შეფასების მექანიზმი კი დაეხმარება მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებაში. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 702
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123