გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

გილოცავთ დავითობას!
08 თებ 2018
 
 
8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეფე დავითის ძალა გეწეოდეთ სამშობლოსათვის ბრძოლასა და შრომაში!

16 წლისამ დაიდგა სამეფო გვირგვინი. ეს საკმაოდ  მძიმე  ტვირთი იყო მისთვის, რადგან  თურქ-სელჩუკების მიერ აოხრებული და დატყვევებული ქვეყანა ხვდა მემკვიდრეობად. დიდი ძალისხმევითა და გონიერებით შეძლო და გააერთიანა ქართული მიწა-წყალი, ბრძოლის ველზე ყოველთვის თავად მიუძღოდა ლაშქარს და მტერს შიშის ზარს სცემდა, პირველ რიგში კი ეკლესია განწმინდა  უღირსთაგან.   უამრავი ბრძოლა გადაიხადა, მაგრამ დიდგორი ხილულ სასწაულად დარჩა ქართულ მატიანეში.

დავითის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს განათლების მიღების კერად ქცევა გახლდათ და   გელათისა და იყალთოს აკადემიები  სწორედ ამისთვის დააარსა.  უამრავმა ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ დავითი აზროვნებითა და მსოფლმხედველობით რამდენიმე საუკუნით უსწრებდა წინ ევროპულ რენესანსს.

ილიას თანამებრძოლებმა სწორედ ამიტომ დაამთხვიეს დავითობას საქართველოში პირველი უნივერსიტეტის გახსნა.

სწორედ ამიტომ შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

სწორედ ამიტომ უწოდა მას ერმა აღმაშენებელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დავითობას. მეფე დავით აღმაშენებლის მეოხება შეგვეწიოს სრულიად საქართველოს!  


პატივისცემით,

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 176
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123