გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

გილოცავთ წმინდა ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს
01 თებ 2018
 

გილოცავთ წმინდა ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს. სრულიად საქართველოს შეეწიოს მისი ლოცვა! 

1 თებერვალი ღირსი მამა ანტონ მარტოდმყოფელის ხსენების დღეა, იგი ერთ-ერთი  ასურელი მამა და  ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელია.

ანტონ მესვეტე საქართველოში ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა. განმარტოებით ცხოვრების გამო მას „მარტოდმყოფელი“ უწოდეს. სავარაუდოდ სოფელ მარტყოფის სახელწოდება მისი სახელისგან წარმოიშვა.

 წმიდა ანტონმა თანამოაზრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ  აკრიანის მთას შეაფარა თავი.  მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და თვრამეტი წელი მოღვაწეობდა. გარდაცვალების შემდეგ ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და ღვთისმშობლის ხატის წინ, მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.

 

პატივისცემით,

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 251
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123