გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ტრენინგი სართიჭალელი მეწარმეებისთვის
31 იან 2018
 

  

31 იანვარს „გარდაბნის ქალთა ოთახის“ ინიციატივით, პროექტ  ა(ა)იპ „განიარაღება და არაძალადობისა" და ქვემო ქართლის გუბერნიის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე  - „ბიზნეს იდეების ფორმირება". აღნიშნული ღონისძიება სოფელ სართიჭალის კულტურის სახლში ჩატარდა, რომელიც ქვემო ქართლში მეწარმე ქალების გაძლიერებას ემსახურება.  
ტრენინგს გაუძღვა ეკონომიკის მეცნიერების დოქტორი მარიამ ნანიტაშვილი, რომელმაც ისაუბრა საკითხზე, თუ როგორ ხდება ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და დაწერა.  

ამის შემდეგ იურისტმა ელისო ონიანმა დამსწრე საზოგადოებას იურიდიული კონსულტაცია გაუწია - როგორ დავრეგისტრირდეთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირად, როგორ დავარეგისტრიროთ შპს და ა.შ.

ბოლოს კი მრგვალი მაგიდის ირგვლივ,  ააიპ "განიარაღება და არაძალადობის" პროექტის დირექტორმა რიმა გელენავამ გამართა კლიპის პრეზენტაცია სახელწოდებით „არა ტერორიზმს“.

  შეხვედრას დაესწრნენ სოფელ სართიჭალის მკვიდრი,  მოქმედი და დამწყები მეწარმეები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 326
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123