გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

გილოცავთ ნინოობას! - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა მართლმადიდებელ მრევლს
27 იან 2018
 

 

ძვირფასო თანამოქალაქენო! დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ძალა და მადლი გფარავდეთ ყველას, მისი მადლი და ლოცვა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს. . . განსაკუთრებით გილოცავთ ყველა ნინოს თქვენი წმინდანის ხსენების დღეს . . .

წმინდა ნინოს ხსენების დღე ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. მან თავისი რწმენით და უბრალოებით შეძლო არაერთი წინაღობის გადალახვა, თვით მეფე მირიანს და დედოფალ ნანას დაანახა უფლის ძალა... წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს! მოციქულთა სწორი ფარავდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!

 

          პატივისცემით, 

          გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 279
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123