გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

,,კივიტას გეორგიკას“ საინფორმაციო შეხვედრა საკრებულოში
25 იან 2018
 

საერთაშორისო ასოციაციამ ,,კივიტას გეორგიკა“(Civitas Georgica) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ასოციაციიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით’’ მნიშვნელობა და მიზნები გააცნეს, განიხილეს აგრეთვე პროექტის ტექნიკური და საორგანიზაციო მხარეებიც.

როგორც პროექტის კოორდინატორმა ალექსანდრე კალანდაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება სოციალურ ანგარიშვალდებულებაზე ორიენტირებული შედარებითი ანალიზის ( Benchmarking) მეშვეობით. 
პროექტის ფარგლებში იგეგმება სკოლამდელი განათლების სფეროში ისეთი შეფასების მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბაღების თანამშრომლების, მშობლებისა და რიგ შემთხვევაში, თავად ბავშვების ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროექტი, რომელსაც საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიზაცია ,, გადავარჩინოთ ბავშვებთან’’ (Save the Children) ერთად, მსოფლიო ბანკისა და (World Bank) გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ( GPSA) მხარდაჭერით ახორციელებს, 2017 წლის აპრილში დაიწყო.

პირველ ეტაპში 7 მუნიციპალიტეტი, მათ შორის: გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, თიანეთი, ოზურგეთი , დუშეთი და ბაღდათია ჩართული, მეორე ეტაპი კი 2019 წელს 27 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

შეხვედრის დასრულების შემედეგ საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და ,,კივიტას გეორგიკასთან“ სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 393
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123